ფოთმა „საქართველოს დრიფტის ლიგა 2026“-ის მეორე ეტაპს უმასპინძლა

ფოთმა „საქართველოს დრიფტის ლიგა 2026“-ის მეორე ეტაპს უმასპინძლა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, მაყურებლებმა იხილეს დრიფტერები, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში, ასევე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას თვალი ადევნეს. შეჯიბრების გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.