ფოთში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში გაიმართება

საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 24-26 ივლისს ფოთში, მალთაყვაში, ოქროს ტბაზე გაიმართება ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში. ტურნირზე, ქართველ სპორტსმენებთან ერთად ვიხილავთ ევროპის და აფრიკის წამყვან სპორტსმენებს.

ფოთში თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები

23 ივნისს, ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები. თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 21:00 საათიდან.