4-5 ივლისს, მალთაყვაში, ქვიშის რაგბიში მამაკაცთა შორის პროფესიონალთა ტურნირი გაიმართება. ტურნირი ტარდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ქვიშის რაგბის ფედერაცია და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

