11 ივლისს, 19:00 საათზე, მალთაყვის სანაპიროზე, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართება. ასევე, ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება საქართველოს ჩემპიონის ქამრები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რინგზე ჩვენი ქალაქის ღირსებას ფოთელი მოკრივეები ბექა ჭუბაბრია და ირაკლი ალანიძე დაიცავენ. შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალური კრივის ფედერაცია.

