17- 19 ივლისს, ქალაქი ფოთი „ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში 2026“-ს უმასპინძლებს. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ რეგატაში თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბების აფროსნები მიიღებენ მონაწილეობას. რეგატა მალთაყვის სანაპიროზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების მიზანია აფროსნობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ფოთის, როგორც საზღვაო...

