ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა...