საცხენოსნო შეჯიბრება მალთაყვაში

1 და 2 აგვისტოს, 16:00 საათიდან, მალთაყვის სანაპიროზე დოღსა და კონკურში (ბარიერების გადალახვა) საცხენოსნო შეჯიბრება გაიმართება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში საქართველოს ათამდე ქალაქიდან ჩამოსული საუკეთესო მხედრები მიიღებენ მონაწილეობას და მაყურებელს სანახაობრივ ასპარეზობას შესთავაზებენ.