გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან...
Blog
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. "ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო პროექტების სამიზნე აუდიტორიაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს."-ნათქვამია ინფორმაციაში. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას ქალაქ ფოთის...
ფოთში “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იქნება
დღეს, ფოთში ადგილობრივ აქტივს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე წარუდგინეს. ბექა ვაჭარაძე მოქმედი მერია.
მათე ქოიავას წარმატება
10 წლის ფოთელი მოჭადრაკე, მათე ქოიავა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია. წყარო
განკარგულება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...
ფოთში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა
საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და ვიზიტორთა დახმარებას. კოლხეთის ეროვნულ პარკს 35 რეინჯერი და 5 უბნის უფროსი რეინჯერი ჰყავს. კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს...
გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).
თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები
ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები. "თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ გარე სივრცეში გადაადგილებას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს."-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში. თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 22:00 საათის შემდეგ.
27-31 ივლისს ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).









