Blog

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...

შეხვედრა გაიმართა წყალარინების პროექტებზე

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახლად დანიშნულ დირექტორს, დავით კვინიკაძეს შეხვდნენ და მასთან ერთად მიმდინარე წყალარინების პროექტები განიხილეს. ქალაქ ფოთისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება სოფელი ნოსირიდან ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანებული მონაკვეთები, რომელიც...

სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას, ახალი სათამაშოები გადაეცა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ყველა სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ახალი სათამაშოები გადაეცა. უწყების ცნობით, სათამაშოების შესყიდვის პროცესი განხორციელდა მოქმედი სააღმზრდელო მეთოდოლოგიისა და აღსაზრდელთა ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით. "შეძენილი ინვენტარი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან არის დამზადებული. ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღების სათამაშოებით შევსებისა და განახლების პროცესი მომდევნო სააღმზრდელო...

31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ფოთში ოქროსმედალოსნები და “ფაზისის” წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს

ფოთში, ოქროს მედლის კანდიდატი მოსწავლეებისა და კოლეჯ "ფაზისის" წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ. წარჩინებული კურსდამთავრებულები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ დააჯილდოვეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს. +9

26 მაისი ფოთში

ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა, სასაზღვრო...

დღეს ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს, ქალაქის მასშტაბით, უფასოდ მოემსახურება. ავტობუსების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

სიახლე ზუგდიდში – გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”

ზუგდიდში გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”. პაციენტებს, ადგილზე თურქი ექიმები მოემსახურებათ. ადგილზევე ხელმისაწვდომ ფასში, შეგიძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები. კლინიკაში მუშაობენ კვალიფიციური ქართველი და თურქი ექიმ – ლაბორანტები. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ჩაიტარეთ კვლევები დროულად, ჯანმრთელობა, ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თურქული “მედიცინის სახლი” წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო – დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დანერგილია საერთაშორისო...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 12:00-19:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; 12:00 – 19:00 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ინსტალაციები: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის სტენდი - წრიული ექსპოზიცია,...

24 მაისამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო...