Blog

ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ფოთში ძლიერი ქარის შედაგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს...

“ბატონების” რიტუალს და რთველის ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბატონების“ რიტუალს, რთველის ტრადიციას, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციასა და მესხურ სამზარეულოს – კერძოდ, აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.

ფოთში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერვე მუნიციპალიტეტია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ფოთში ქალაქის ცენტრალურ ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები...

დღეს, ფოთში საახალწლო ზეიმი გაიმართება

ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის რკალზე მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ფოთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება,...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...

სენაკისა და ფოთის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი – „მეფე ლირი თავშესაფარში“ – წარმოადგინეს

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სენაკის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის „მეფე ლირი თავშესაფარში“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლში მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული...

ფოთის უპოვართა სასადილოს 360 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, უპოვართა სასადილოს 360 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

ფოთის საბავშვო ბაღების 1492 აღსაზრდელი საახალწლო საჩუქრებს მიიღებს

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებს, საახალწლოდ საჩუქრები გადაეცემათ. უწყების ცნობით, სადღესასწაულო ტკბილეულს საბავშვო ბაღების 1492 პატარა მიიღებს. საჩუქრების დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.

ფოთში 1340 ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს საჩუქრად

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 1340 ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს საჩუქრად. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო კალათები სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცემათ.

ფოთში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

ფოთში, სადღესაწაულო დღეები 23 დეკემბერს ანსამბლ "ალილოს" და ჯგუფ "გუფი ლენდის" - საკონცერტო პროგრამით გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღე იმართება. მოსულ მაყურებელს შეუძლია დაესწროს კონცერტებს, საბავშვო და გასართობ ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს გამოფენა-გაყიდვებში.