ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21...

„თეგეტა აკადემიის“ ფოთის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

„თეგეტა აკადემიამ“ ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მიღება გამოაცხადა. პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორისა და საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადების პროგრამებზე რეგისტრაცია 13 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის გადამზადების მიმართულებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა მსმენელებს 20 ივნისამდე ჰქონდათ. პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა 12 კვირაა და დარეგისტრირება შეუძლია საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 18 წლის ასაკიდან....

1-3 ივლისს არამდგარადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3...

ფოთელი სპორტსმენის წარმატება

ჩაქვში დასრულდა U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ფოთელმა სპორტსმენმა, ხვიჩა პერტიამ.

ფოთში, მეუნარგიას ქუჩაზე, სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, მეუნარგიას ქუჩაზე შიდა საუბნო სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა კომბინირებული სპორტული მოედანი, ბუნგალო და დამონტაჟდება ახალი გარე განათების სისტემა. დაიდგმება საპარკო სკამები და საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდება დაწნეხილი ბეტონის ფილებით.

ფოთში, ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალი გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ფოთში, ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალი გაიმართა. წელს, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 36 ანსამბლის 1200-მა მონაწილემ. ფესტივალის მონაწილე ანსამბლები წარმოადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქს. ფესტივალს სტუმრობდა რამდენიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჯგუფი. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ქართველიშვილმა დააჯილდოვა ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ალამდარის...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა ფოთში შეხვედრები გამართეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა ფოთში სამუშაო შეხვედრები გამართეს. უწყების ცნობით,კომიტეტის წევრები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პალიასტომის ტბაზე იმყოფებოდნენ, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა პალიასტომის ტბიდან წყლის ხარისხობრივი სინჯები აიღეს. სააგენტოს უფროსის ელენე ღუბიანურის თქმით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის ხარისხის...

საქველმოქმედო ღონისძიება, “ფოთიმარათონი“ გაიმართა

ქალაქ ფოთის მერიის მხარდაჭერითა და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინიციატივით, 15 ივნისს ფოთში საქველმოქმედო ღონისძიება, „ფოთიმარათონი“ გაიმართა, რომელშიც 13 სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ფოთის საცურაო კომპლექსმა მარათონის მონაწილეებს საჩუქრად აუზის და ფიტნესის ულიმიტო აბონიმენტები გადასცა.

ფოთში აკადემიურ ნიჩბოსნობაში შეჯიბრი გაიმართა

ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა კანოე - კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის - ფოთის, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, წყალტუბოს, მცხეთის და აბაშის ნიჩბოსნობის ნაკრები გუნდების 110 სპორტსმენი ასპარეზობდა. ფოთელმა სპორტსმენებმა კანოეს ნიჩბოსნობაში მოიპოვეს 15 პირველი, 4 მეორე და 2 მესამე ადგილი, ხოლო...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...