ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს ფოთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე ალუმინის ნიჩბიანი ნავისა და 300 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას. ჩამორთმეული 8 კგ. ლოქოს და 3 კგ. ზღვის ორაგულის სახეობის თევზი და სახლართი ბადე დაილუქა. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30...

ფოთის სასამართლომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში ნავთობპროდუქტი ჩაღვარა. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის...

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება.

ფოთში კლასიკური მუსიკის-ლექცია გაიმართება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება. კონცერტი გაიმართება 14 ივლისს, 12:00 საათზე, ფოთის ცენტრალურ პარკში. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი,...

ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ბ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999...

ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გაიხსნა

დღეს, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი ფოთში გახსნა. ოფისის გახსნაზე, გიორგი გახარია შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვების ძირითადი მიმართულებები გააცნო. ფოტო

ფოთში მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება

30 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ფოთის სანაპიროზე, მუსიკალური ფესტივალი SWING ჩატარდება. "პალიასტომის ტბის აუზსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლს შორის მოქცეული ოქროს ტბა, სამი დღით, 70-მდე მუსიკალურ არტისტს და ათასობით სტუმარს მიიღებს.RSVP - Swing Festival 2021"-ნათქვამია ინფორმაციაში".

ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე მოქალაქე პლასტმასის ნიჩბიანი ნავიდან 100 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას და 1კგ. კეფალის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული. ფოთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე ნიჩბიანი ნავისა და 60 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით...

სუსი-მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები

„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი-ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების...

პრეზიდენტის განკარგულებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კომისია შეიქმნა

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად. ასევე, პრეზიდენტის განკარგულებით, შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების...