ფოთში “ზაფხულის თამაშები” იწყება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, მალთაყვის სანაპიროზე 10 ივლისიდან "ზაფხულის თამაშები'' იწყება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ქვიშის ფეხბურთი I ადგილი - 1 000 ლარი; II ადგილი - 700 ლარი;III ადგილი - 500 ლარი. ქვიშის რაგბი I ადგილი - 1 000 ლარი; II ადგილი -...

თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ...

OVOP მოდელი – კომპლექსური მიდგომა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის

ერთი სოფელი-ერთი პროდუქტი – ე.წ. OVOP მოდელი, სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფელში ერთი, პრიორიტეტული და ყველაზე გავრცელებული, დარაიონებული კულტურის ირგვლივ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნა-წარმოებას გულისხმობს. AFAD– ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითრებისათვის ამ მიმართულებით აქტიურად ხვდება ფერმერებს და მათთან ერთად, განიხილავს OVOP მოდელს კონკრეტული თემების მაგალითზე. შეხვედრები, რომელიც ფერმერებთან ტარდება, AFAD-ის, ხელმძღვანელის, მაია მიქავას...

ფოთის მერმა ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

ფოთში ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალი გაიმართა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 და 27 ივნისს, ქალაქის მთავარ სცენაზე, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული 20-ზე მეტი ანსამბლი წარსდგა მაყურებლის წინაშე. ფესტივალს უკრაინელი მონაწილეებიც ყავდა. ქართული ფოლკლორის კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფესტივალ- კონკურსი“ 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ფესტივალი ემსახურება კოლხურ-...

ღია კარის დღე საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისში

ზუგდიდში, დადიანისეული სასახლის ეზოში, დღეს. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რეგიონულმა წარმომადგენლობამ ღია კარის დღე გამართა. ზუგდიდელ აბიტურიენტებთან ერთად, ღია კარის დღეზე ხობიდან და წალენჯიხიდან მოვიდნენ აბიტურიენტები. არაფორმალურ გარემოში, უშუალო და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა. მათ ბევრი კითხვა ჰქონდათ, რომლებზე პასუხი საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მაია...

AFAD-კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის სფეროს ეფექტური განვითარების უპირველესი პირობა თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ამ მიდგომებს შორის მნიშვნელოვანი – კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობაა. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა – ეს არის მდგრადი სოფლის მეურნეობა, რომელიც კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკასა და სტრატეგიულ სასოფლო-სამეურნეო მიდგომებს იყენებს. თუ გაინტერესებთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხები, AFAD-ი ( ასოციაცია სოფლის მეურნეობის...

რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ

რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

პირველი ივლისიდან კომენდატის საათი გაუქმდება

საქართველოში პირველი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.

ფოთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა ფოთის მკვიდრი, რომელიც მკურნალობას თბილისში, კოვიდკლინიკაში გადიოდა. გარდაცვლილი 58 წლის ქალია. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით...