კორონავირუსით ფოთში მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ფოთის მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის იყო. პაციენტი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფოთის ცენტრალურ პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. "ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. განხორციელდა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს ატრაქციონების მონტაჟი. დაგეგმილია ტერიტორიაზე დეკორატიული მცენარეების დარგვა...

ფოთში ორ სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ფოთში, ორ სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასრურდათ. მედიასთან საუბარში საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ აღნიშნა, რომ ონლაინ სწავლებაზე გადავიდა წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ხოლო ივ. ჯავახიშვილის მესამე საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე ორი კვირით, მხოლოდ მე- 7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები გადავიდნენ.

UNDP-მა ფოთში ტურისტული და სპორტული თევზჭერის ინფრატსრუქტურა მოაწყო

ფოთში, "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" საკონფერენციო დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონული შეხვედრა გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...

ფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი). სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს. ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია,...