გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...
ფოთში აეროლოგიური დაკვირვების სადგური გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ქალაქ ფოთში გარემოს ეროვნული სააგენტოს აეროლოგიური დაკვირვების სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო. ნინო თანდილაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ნილს ქრისტენსენი და ქ. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია. გარემოს ეროვნული სააგენტოს...
ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი გაიხსნა
ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო როგორც შიდა ინფრასტრუქტურა ასევე გარე სივრცე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 3 885 000 ლარი შეადგინა. ქალაქ ფოთის...
ფოთში საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა
ფოთში განახლებული საცხენოსნო სკოლა და იპოდრომი გაიხსნა. სკოლისთვის შეძენილია ახალი ცხენები, რომლებზეც ივარჯიშებენ მოსწავლეები 10 წლიდან. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაისეირნონ პონით.
ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები. ასევე, მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება და წლის ბოლომდე იგეგმება აღნიშნული სამუშაოების განხორციელება. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
ფოთში, 14 და 15 სექტემბერს, საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება
ფოთში, 14 და 15 სექტემბერს, საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია -ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი. პროექტი 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა; ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა; კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი. ღონისძიება დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტის EU4Culture...
12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ...
ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება
14 და 15 სექტემბერს, ფოთში საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები რეგიონში მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს. ღონისძიება მიზნად ისახავს EU4Culture პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას.
10-12 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. “საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის...