შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. “გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 % №41...
10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი...
ირაკლი ჩიქოვანი: გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და ის შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას ძალიან მალე
ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკში და ხობში, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, ნათლად მიანიშნებს რადიკალური ოპოზიციის და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალის თუ მედიასაშუალების გაკოტრებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. "დარწმუნებულები ვართ და აქ არ არის დიდი კონკურენცია, რომ გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და...
ფოთის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული
ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული. მისი თქმით, საჩივარში წერია, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი ვერ მოათავსა ხმის დამთვლელ აპარატში და მას ერთ-ერთი დამკვირვებელი დაეხმარა. როგორც როდონაიამ აღნიშნა, ფოთში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „ამ დროისთვის ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია ერთი საჩივარი და...
გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის ფოთში, # მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ხმა სტაბილურობას, მშვიდობას , განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.
გიორგი შარაბიძე: საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. "მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფოთის #6 უბანზე, შესაბამისად, აქ მიმდინარეობს კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვაკვირდებით პროცესს და ვხედავთ რომ, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მონაწილეობს არჩევნებში შეფერხებების გარეშე. ასევე შემიძლია ვთქვა...
ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა. მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა. „ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა...
ცესკო – გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების...
ფოთში არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ...
ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა
ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა. მუნიციპალური ინსპექცია 2022 წელს ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა. სამსახური, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის, კომპეტენციის ფარგლებში სანიტარული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს . ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გააგრძელებს აქტიურ ზრუნვას ქალაქში იერსახის, წესრიგისა და სისუფთავის დასაცავად....