ფოთში, სააკაძის ქუჩაზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი. შესრულდა საგზაო მონიშვნის სამუშაოები. პროექტი განხორციელდა შპს "გზამშენებელი-13-ის" მიერ.
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ქალაქ ფოთის მერთან ერთად დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებული, ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაირატ ოსმონალიევს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლების ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ახალ ფორმატში იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოების სწორად ინფორმირების პროცესში მედიის როლზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მედიის...
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს დღეს ცესკოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას არეგულირებს. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის,...
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის...
პეტიცია შეიქმნა სუბარის ფოთის საპატიო მოქალაქის ჩამორთმევასთან დაკავშირებით
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის ინიციატორისა და მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენლისთვის სოზარ სუბარისთვის ფოთის საპატიო მოქალაქის ჩამორთმევის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ის სამოქალაქო პლატფორმამ "ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის" გამოაქვეყნა. ხელმომწერები ქალაქის მერს ბექა ვაჭარაძეს და ფოთის საკრებულოს მიმართავენ. "ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, ბექა ვაჭარაძეს, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი - ანტიევროპული, ენტიეროვნული და...
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...
მერია: სააკაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში, სააკაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ორ კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი. უწყების ცნობბით, განხორციელდება საგზაო მონიშვნის სამუშაოები. "რაც შეეხება ფალიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, სამუშაოები უახლოეს პერიოდში, პროექტის კორექტირების შემდეგ, აქტიურ რეჟიმში განახლდება".-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში საბუთების მიღება დასრულდა
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ 1 347 განაცხადი დარეგისტრირდა. “კონკურსანტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადები ელექტრონული პლატფორმის konkursi.cec.gov.ge გამოყენებით წარედგინათ. ამ საშუალებით 171-მა კონკურსანტმა ისარგებლა. 1 176-მა მონაწილემ კი განაცხადი მატერიალური სახით...