ფოთში, ძლიერმა ქარმა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. გაცდენილი დღეები შაბათის მეცადინეობის ხარჯზე ანაზღაურდება. ფოტო: ინტერპრესნიუსი
სეისმური ცენტრი-მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია. “თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე,...
ფოთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
ფოთის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩა - ქალაქის მთავარი ქუჩა - თავისი ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობით, სულ მალე სრულიად განახლებულ იერსახეს მიიღებს. ქუჩა, სადაც ყველაზე მეტი ახალგაზრდა სეირნობს და ყველაზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაა - სარეკონსტრუქციო ღონისძიებების შედეგად ახალ სიცოცხლეს შეიძენს. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში,...
“განახლებული რეგიონის” ფარგლებში, ფოთში, 25 შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ ფოთში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. პროექტი მოიცავდა აღმაშენებლის ქუჩის განახლებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 შენობას და სკვერს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთში დაწყებულია მეორე ეტაპის სამუშაოები. ინფორმაციისთვის: "განახლებული რეგიონების“4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს...
ფოთელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 30 იანვარს - 4 თებერვალს, ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი უფროსი და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქალაქ ფოთის კრივის სასპორტო სკოლის და მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერი’’-ს მოკრივეებმა. გიორგი საჯაიამ 54 კგ წონით კატეგორიაში უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის მოიპოვა ოქროს მედალი ( მწვრთნელი დავით დავთიან)...
2021-2022 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნები დააჯილდოვეს
ფოთში 2021-2022 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნები დააჯილდოვეს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით მედალოსანი 29 კურსდამთავრებული გახდა, მათ შორის 20 ოქროს, ცხრა კი ვერცხლის მედალოსანია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა ღვაწლმოსილ პედაგოგს, ბატონ დემურ ზერაგიას. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა...
სამინისტრო-სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას...
ფოთს სამუშაო ვიზიტით გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესტუმრა
ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმარს ფოთის მერიაში უმასპინძლა. ფოთის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. "ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“, რომელშიც ფოთი 2022 წლიდან ჩაერთო იძლევა შესაძლებლობას ქალაქში ჩატარდეს ბავშვის უფლებათა დაცვის სიტუაციური ანალიზი ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების და სერვისების მიმწოდებლების მონაწილეობით....
მერია პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი ჩართულია პროექტში - PACA, რაც გულისხმობს კონკურენტული უპირატესობის ამაღლებას თანამონაწილეობის გზით. ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად შერჩეულია სამი ქალაქი - ფოთი, სენაკი და ზუგდიდი. “PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილეობის გზით” ფარგლებში მუნიციპალიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო...
სერგი დანელიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება-მერია
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სერგი დანელიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარზე დაიგო ქვაფენილი. განხორციელდება გზის მონიშვნის სამუშაოები.