ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. გრძელდება სამუშაოები ელ. ენერგიის აღსადგენად. "ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ ფოთის მერიის...
ფოთის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ქალაქში სტიქიით გამოწვეული მდგომარეობა და არსებული და გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ითვლის. ქალაქში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს სტიქიისგან მიყენებული...
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები
ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავაადმყოფოში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში...
ფოთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
ფოთში ძლიერი ქარის შედაგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს...
“ბატონების” რიტუალს და რთველის ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბატონების“ რიტუალს, რთველის ტრადიციას, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციასა და მესხურ სამზარეულოს – კერძოდ, აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.
ფოთში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერვე მუნიციპალიტეტია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ფოთში ქალაქის ცენტრალურ ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები...
დღეს, ფოთში საახალწლო ზეიმი გაიმართება
ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის რკალზე მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ფოთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება,...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...
სენაკისა და ფოთის თეატრებმა ერთობლივი სპექტაკლი – „მეფე ლირი თავშესაფარში“ – წარმოადგინეს
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სენაკის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის „მეფე ლირი თავშესაფარში“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპექტაკლში მონაწილეობენ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული...
ფოთის უპოვართა სასადილოს 360 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, უპოვართა სასადილოს 360 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.