ფოთში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. რუსულ აგრესიას 12 ფოთელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ომში დაღუპული ფოთის პორტის თანამშრომელთა სახელების უკვდავსაყოფად, ,,ეი პი ემ ტერმინალს ფოთის'' ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.
წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარები მოეწყო ქვაფენილით. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები. წმინდა ნინოს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა შპს „პალადა“ და მისი ჯამური...
ფოთის მერიამ, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო
ფოთის მერიამ, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება. სტიპენდიის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტებმა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია, 3 აგვისტოდან -1 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე:...
ზუგდიდში, “თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ჩაატარებს კონსულტაციებს
8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.
ფოთში, ბარამიძის ქუჩაზე, სპორტული მოედანი გაიხსნა
ფოთში, თენგიზ ბარამიძის ქუჩაზე, განახლებული სპორტული მოედანი გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო მოედნის ხელოვნური ბალახის საფარი და ელექტრო განათების სისტემა, განახლდა დაზიანებული ლითონის ბადეები და კონსტრუქციები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი. მოედანი კომბინირებულია და ასრულებს, ერთდროულად, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნის ფუნქციას. სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ფოთის...
9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ
9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...
გიორგი წულაია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია
8 წლის ფოთელი მოჭადრაკე, გიორგი წულაია საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია. ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, გიორგიმ 9 შესაძლებლიდან 8.5 ქულა მოიპოვა და 8 წლამდელთა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ფესტივალზე 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარია
მეუფე გრიგოლმა კელი დეგნანს უმასპინძლა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ფოთის საეპარქიო სახლში უმასპინძლა მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენელს, ელჩ კელი დეგნანს. ფოთისა და ხობის ეპარქიის ინფორმაციით, ელჩმა დეგნანმა მეუფე გრიგოლს მიულოცა ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის (SVOTS) საპატიო დოქტორის წოდება. შეხვედრისას ელჩმა დეგნანმა დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი და...
ფოთში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები! საკონკურსო პროექტების სამიზნე ჯგუფია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები. უწყების ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას და ფოთელი ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად,...
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, წელს ფესტივალს ათი დღის განმავლობაში, ფოთის ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს. მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს. საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისთვის...