გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,...
ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. „ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია, როცა ქალ ჟურნალისტს მიწაზე აგდებენ და მის ოპერატორს თავში ურტყამენ?...
10 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა...
ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა
საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთში. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. თავდაპირველად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ და ბათუმში მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, აქციები განახლდება.
6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ...
ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. “თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):...
“ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.
ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სასწავლებლის დერეფნები, განახლდა საკონცერტო დარბაზი, დამონტაჟდა ახალი განათების და გახმოვანების სისტემა, მოწესრიგდა ეზო და სველი წერტილები. ასევე მიმდინარეობს ინსტრუმენტების განახლება. "სახელოვნებო სასწავლებელში ფუნქციონირებს როგორც უფასო, ისე ფასიანი მუსიკალური, ქორეოგრაფიული, თეატრალური და ფოლკლორული...
ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრები დაასახელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად – ანრი ოხანაშვილის, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა, ყოფილ მინისტრებს – ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.