ფოთში 7 იანვარს საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 7 იანვარს ფოთში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ჩატარდება ცენტრალურ პარკში, რუსთაველის მოედანზე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00-14:00 - საახალწლო მელოდიები. 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები. 14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრის და ზღაპრის გმირების მსვლელობა. 14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო...

ფოთი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტი „საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ 2023 წლის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით,  ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას“ ფოთის მერია, უკვე მეორე წელია, წარმატებით ახორციელებს. "პროექტის მონაწილე მოზარდები ათი დღის განმავლობაში ეუფლებიან სამსახიობო ხელოვნებას, კინოდრამატურგიას, კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინორეჟისურას და მონტაჟს,...

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ ინიციატივა წარადგინა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, პირველი მოსმენით წარადგინა საპორტო ქალაქებში ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცვლილების შედეგად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს საპორტო ქალაქებში საშუალება ექნებათ დააწესონ ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულ ერთ კონტეინერზე არაუმეტეს 30 ლარის...

ფოთში მომავალ წელს დაგეგმილია ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია

2023 წელს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სრულად რეაბილიტირდა სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის N 2 საჯარო სკოლა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის შიდა ინტერიერი - დერეფნები, საკლასო ოთახები, სამასწავლებლო. კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები. განახლდა შენობის სახურავი. ამ ეტაპზე...

წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის პრაქტიკული მიდგომები ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში. საჯარო სექტორში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებაა, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციულ სტრუქტურებში, მათ შორის...

“არა ფემიციდს”

ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის  და გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს, ფოთის მე-2, მე-11  და მე-15 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შეხვედნენ.     საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორებმა ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის...

ფოთში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ფოთში, 8 სხვადასხვა ლოკაციაზე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა კუნძულის სანაპიროზე ჩოგბურთის კორტის კეთილმოწყობის სამუშაოები.

სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...