ბექა ვაჭარაძე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერმა ფოთელებს გააცნო განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, ახალგაზრდობის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. ასევე, მან წარადგინა ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები და ხედვები....

26 სექტემბრიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან...

ფოთში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს. სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება. უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე. სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები განისაზღვრა: ზუგდიდი...

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა ფოთის საჯარო და კერძო სკოლებისთვის დაიწყო

ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებს, სკოლის დირექციის მეშვეობით, ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები დაფინანსების მოსაპოვებლად. სკოლების თვითმმართველობებმა დირექციასთან ერთად უნდა შეიმუშაონ ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი ან დროებით მცხოვრები). ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ჩაერთე კონკურსში...

ფოთში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ცურვის შესწავლის უფასო პროგრამა იწყება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, ფოთში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ცურვის შესწავლის უფასო პროგრამა იწყება. ქალაქში რეგისტრირებული 4-დან 16 წლამდე ასაკის 50 ბავშვი ორთვიან სასწავლო კურსს ფოთის საცურაო კომპლექსში გაივლის. პროექტის დასასრულს გაიმართება ტურნირი, რომელიც სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება. პროგრამა ხორციელდება ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ინიციატივით,...

ირაკლი კობახიძე ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხელისუფლების ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასა და ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სასწავლო პროგრამების საფუძვლიანად გადახედვის აუცილებლობას, რაც ხელს...

21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფოთის N15 საჯარო სკოლას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფოთის რეაბილიტირებულ N15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდა შენობის ფასადი, სახურავი, სკოლის შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო...

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის მომზადებისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მომზადებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამს შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება...

18 სექტემბერის დღის ბოლოდან მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...