“ოცნების” ფოთის ორგანიზაციას ბექა ვაჭარაძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე უხელმძღვანელებს. ფოთში დღეს გამართულ პარტიულ კონფერენციაზე ასევე აირჩიეს ბიუროს წევრები. 14 სექტემბერს, კონფერენციები მარტვილსა და აბაშაში გაიმართება.

ფოთის სალოტბარო სკოლა მოსწავლეების მიღებას იწყებს

ფოთის სალოტბარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. მოსწავლეები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სალოტბარო სკოლაში (6 წლიდან) ასაკი შეუზღუდავია. მოსწავლები 15 წლის ასაკიდან ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ აიღებენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შესაბამის სერტიფიკატს. ფოთის მერიის ინფორმაციით, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს საშუალება აქვს სწავლა...

წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც - 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.

ფოთში არტ-თერაპიის წრე იხსნება

2 ოქტომბრიდან ფოთში არტ-თერაპიის წრე იხსნება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სრულიად უფასოდ ისარგებლებენ ფოთში მცხოვრები აუტისტური სპექტრის, განვითარების ზოგადი აშლილობის მქონე ბავშვები 6 წლიდან. "თერაპიები, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 6 თვის მანძილზე გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სასწავლებელში. განაცხადები მიიღება 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით. "-აღნიშნულია ინფორმაციაში. წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:...

საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებლების ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებლების ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა. სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 4 სექტემბრიდან იწყება. "თუ ხარ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს და გაქვს 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებული შედეგები - ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე სტიპენდია. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი...

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა. დაშავებულია სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი. კონკრეტულად, რა დაზიანებები მიიღეს მათ ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წყარო: მთავარი არხი

“საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა” დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მეორედ ახორციელებს კინოსკოლის პროექტს ახალგაზრდებისათვის. პროექტის მონაწილეები სამსახიობო ხელოვნებას, კინოდრამატურგიას, კინოსაოპერატორო ხელოვნებას, კინორეჟისურას და მონტაჟს, კინოსა და კულტურის მენეჯმენტს შეისწავლიან. ამასთანავე პრაქტიკაში განახორციელებენ მიღებულ ცოდნას და გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან (5-10 წთ) სამოყვარულო ფილმებს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის...

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...

ფოთს ისრაელის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქ კირიატ იამი​დან​

ქალაქ ფოთს​, ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქ კირიატ იამი​დან​. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ კირიატ იამის მერ​ი​ს დავიდ ევენ ცური​ს ​და დელეგა​ტების ვიზიტის მთავარი მიზანი გახლდათ ქალაქებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება​; ეკონომიკური, კულტურული და ეროვნული გამოცდილების გაცვლა და ფოთის საინვესტიციო​, კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა​;​ ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური...

გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.  “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...