სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ფოტო: ფოთის მერია

სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ფოთელ მოსწავლეებს სასწავლო ნივთები გადაეცა​ საჩუქრად

წელს​ პირველად, ​ფ​ოთში, ახალი ​პროგრამა - ,,სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფ​ის" ​პროგრამა დაინერგა. პირველ ეტაპზე აღნიშნული სერვისით ისარგებლა ფოთში რეგისტრირებული და საჭიროების მქონე I-VI კლასის ​85-მა მოსწავლემ . ​ ახალი სოციალური პროგრამის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და განათლების ხელშეწყობა. ​ პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის...

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლის 718 მოსწავლემ სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყო. უწყების ცნობით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა სკოლის შიდა ინტერიერი - დერეფნები, საკლასო ოთახები, სამასწავლებლო. კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და...

ფოთის მერიამ განახორციელა პროექტი “საზაფხულო საყმაწვილო კონოკოლა”

ქალაქ ფოთში, წელს მეორედ განხორციელდა პროექტი "საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“. მასში, მიმდინარე წელს 11-დან 17 წლამდე, 44 ფოთელი მოსწავლე ჩაერთო. ფოთის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ლექციებს კინოს ისტორიაზე, კინო-საოპერატორო ხელოვნებაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, მოკლემეტრაჟიანი სამოყვარულო ფილმის გადაღებაზე. საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული იქნა 5 დოკუმენტური ფილმი, რომელიც...

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს

დღეს, ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ჩატარდა მარათონი გიორგი ნიკოლაძის თასზე, მოეწყო საჩვენებელი საიუბილეო მხატვრული გამოფენები, სპორტული გამოსვლები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში გაიმართა ქუთაისის ფოტო-კინო მუზეუმის ექსპონატების, ნიკოლაძისეული მემორიალური ნივთებისა და უცნობი ფოტოების გამოფენა. ნიკოს...

გიორგი ამილახვარი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს საზოგადოებას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...

მერია: განახლებული რეგიონების ფარგლებში ფოთში სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სახლები, რომელთა ასაკი საუკუნეს სცილდება, თანამედროვე შენობებთან ერთად, რეაბილიტირდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ფასადების სრული რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა ახალი იზოპროპილის ვიტრაჟებით, ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება თბოიზოლაციით, დეკორატიული სანათებით შენობების განათება. ასევე, მოეწყობა ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსის...

“ოცნების” ფოთის ორგანიზაციას ბექა ვაჭარაძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე უხელმძღვანელებს. ფოთში დღეს გამართულ პარტიულ კონფერენციაზე ასევე აირჩიეს ბიუროს წევრები. 14 სექტემბერს, კონფერენციები მარტვილსა და აბაშაში გაიმართება.

ფოთის სალოტბარო სკოლა მოსწავლეების მიღებას იწყებს

ფოთის სალოტბარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. მოსწავლეები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სალოტბარო სკოლაში (6 წლიდან) ასაკი შეუზღუდავია. მოსწავლები 15 წლის ასაკიდან ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ აიღებენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შესაბამის სერტიფიკატს. ფოთის მერიის ინფორმაციით, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს საშუალება აქვს სწავლა...