მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ , საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე...

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცესკო-ს ინფორმაციით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“). შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტის შუალედური...

“ფოთის სითითონის” ფარგლებში, ქალაქის ტური გაიმართა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ფოთის სითითონის" ფარგლებში, ქალაქის პოტენციალის, რეალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების აღქმის მიზნით, ქალაქის ტური გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ "ეი პი ემ ტერმინალსის“ სამუშაო პროცესს, საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ამ პროცესში საზღვაო ნავსადგურის როლს. "ფოთის სითითონი,“ 13-14 მაისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა...

თაკო სარდალიშვილი გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია

თაკო სარდალიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო ჩართულობის გაცვლითი პროგრამის (community engagement exchange program) გამარჯვებული გახდა, რომელშიც 100 ქვეყნის 6700 აპლიკანტი მონაწილეობდა. თაკო კვალიფიკაციის ასამაღლებლად 100%-იანი დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ამერიკაში პრაქტიკის დასრულების შემდეგ, პროგრამა ითვალისწინებს მიღებული ცოდნის გაზიარებას და პროექტის განხორციელებას საქართველოში. თაკოს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიღებული...

“საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...

ფოთი ინოვაციურ კონკურსს “ფოთის სითითონს” მართავს

ფოთის მუნიპალიტეტის მერია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ინოვაციურ კონკურსს ფოთის სითითონს მართავს, რომელიც ქალაქის ეკონომიკური ზრდისა და პოზიტიური ურბანული ცვლილებებისკენ არის მიმართული. კონკურსში მონაწილეობას იღებს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი. პროექტ "ფოთის სითითონის“ ფარგლებში, ინსპირაციისა და ქალაქის შესახებ ცოდნის გაუმჯობესების მიზნით,...

ერთწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...

ფოთში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალი თაობის აქტიურად ჩართულობისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად - ფოთში, ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის სათათბირო ორგანო- ახალგაზრდული საბჭო ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და დაგეგმვაზე, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების კვლევაზე იმუშავებს; უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ თანატოლების ინფორმირებას. საბჭო, 16 ფოთელი...

ფოთში რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი...