24 ივნისს ფოთის ცენტრალურ პარკში "მუსიკალური საღამო“ გაიმართება. პროგრამა: 19:00 – 20:00 ფონური მუსიკა; 19:00 – 21:30 ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობა; 19:00 – 20:00 ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი; 19:00 – 21:30 სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; 20:00 – 21:30 „ღამის შოუს ბენდი“. წამყვანები: გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე;
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000...
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ
“1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა. შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს...
“ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სისტემის გაძლიერება საქართველოში”
რეგიონების განვითარების მიზნით, გაიმართა პირველი ეროვნული კონფერენცია “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სისტემის გაძლიერება საქართველოში”. კონფერენცია მიეძღვნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი და ცენტრალური დონის აქტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს. ჩატარდა რამდენიმე სესია: გაიმართა პანელური დისკუსია ადგილობრივი და ცენტრალური დონის გადაწყვეტილებების მიმღები პირების მონაწილეობით. დისკუსიის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ...
ფოთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ფოთში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ - ების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. ფოთის მუნიციპალიტეტის საქველმოქმედო აქციის მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზაცია და უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობა საჭიროების მქონე ყველა პაციენტისთვის. აქცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება...
ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „ვაგრძელებთ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობის აღდგენის სამუშაოებს. განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდება,” -განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ. მერიის ცნობით, ყოფილი უშიშროების შენობა, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის...
ფოთი “პალიტრა ფოთი 2023”-ს მასპინძლობს
ქალაქი ფოთი, საერთაშორისო პლენერს "პალიტრა ფოთი 2023"-ს მასპინძლობს. პლენერი, სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ერთი კვირის მანძილზე შექმნიან ფერწერულ ტილოებს, რომელებიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება. ფოთის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო პლენერი ფოთში უკვე მეორედ იმართება. პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს...
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება
საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ...
“ნაციონალური მოძრაობა”: ფოთი საზღვაო სეზონს მოუწესრიგებელი ხვდება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოთში ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ოპოზიციის განცხადებით, საზღვაო ქალაქი ზღვის სეზონს ტრადიციულად მოუწესრიგებელი ხვდება. მათი თქმით, მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „ყოველი სეზონის მოსვლისას საუბარი გვიწევს სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით. 8 მილიონამდე...