საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე...
16 და 17 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება
ქალაქ ფოთის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს, ქალაქის მასშტაბით, უსასყიდლოდ მოემსახურება.
ფოთში, 908 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთში, 908 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. ფოთის მერიის ინფორმაციით, სასაჩუქრე კალათები დაურიგდა უფასო სასადილოთი მოსარგებლე 360 ბენეფიციარს. უწყების ცნობით, სადღესასწაულო კალათა სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს, რომელიც ჯამში, 1300-მდე ოჯახმა მიიღო . სასურსათო კალათები დაურიგდა სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს,...
ფოთის მერიამ ახალი კამპანია – მომავალი #ჯანსაღითაობისთვის დაიწყო
ფოთის მერიამ ახალი კამპანია - მომავალი #ჯანსაღითაობისთვის დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ქალაქის ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეს საშუალება აქვს, ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად. მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა უკვე უმასპინძლა სამი საჯარო სკოლის 600-მდე მოსწავლეს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული აქტივობები განახორციელეს.
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების...
ფოთში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 10,3 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ასევე ქალაქ ფოთში და...
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. ფოთის მერის ინფორმაციით, ფოთში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ. საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების...
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
როკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი...
ფოთის მერია მართავს სითითონს თემაზე „ფოთი – „ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის
13-14 მაისს, საქართველოში პირველად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით, ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე „ფოთი - „ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სითითონის მიზანი ფოთის „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი...