„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...
ფოთის მერია: ფოთში ისტორიული მნიშვნელობის შენობების სახურავები სრულად განახლდა
ფოთში, ისტორიული მნიშვნელობის შენობების კოლხური კულტურის მუზეუმისა და ბავშვთა ცენტრის ადმინისტრაციული შენობების სახურავები სრულად განახლდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გადახურვის სამუშაოები სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მუზეუმის შიდა სივრცის რეაბილიტაცია. უწყების ცნობით, სრულად განახლდა ფოთის ბავშვთა ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სახურავი. გადახურვის...
საქართველოს რკინიგზა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით, დამატებით რეისსებს ნიშნავს. "ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით"-აღნიშნულია ინფორმაციაში.
გიორგი ხახუბია: ემოციური და პასუხისმგებლობით სავსეა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ხახუბია თავის ფეისბუქგვერდზე წერს: "ჩემთვის გამორჩეულად ემოციური და პასუხისმგებლობით სავსეა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა. ეს არის შესაძლებლობა გადავიბარო საქმე, რომელსაც ირაკლი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა. მე კარგად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის თითოეული განხორციელებული პროექტი...
ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...
31 მარტი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
ცესკო 29 აპრილის არჩევნებისთვის ამომრჩევლებს 11 აპრილის ჩათვლით სიაში თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებს
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა და კანონის შესაბამისად დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს. არჩევნებისთვის შექმნილია 164 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებიც დღეიდან იწყებენ მათთვის კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულებას. მათ შორის, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და...
სააკაძის ქუჩაზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები
ფოთში, სააკაძის ქუჩაზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი. შესრულდა საგზაო მონიშვნის სამუშაოები. პროექტი განხორციელდა შპს "გზამშენებელი-13-ის" მიერ.
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა
ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ქალაქ ფოთის მერთან ერთად დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებული, ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაირატ ოსმონალიევს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.