“საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს ტრენინგები ინფორმაციის თავისუფლების თემაზე, რომლის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად, ტრენინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ჩატარდა. სამეგრელო-ზემო...

ფოთი ინოვაციურ კონკურსს “ფოთის სითითონს” მართავს

ფოთის მუნიპალიტეტის მერია და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ინოვაციურ კონკურსს ფოთის სითითონს მართავს, რომელიც ქალაქის ეკონომიკური ზრდისა და პოზიტიური ურბანული ცვლილებებისკენ არის მიმართული. კონკურსში მონაწილეობას იღებს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი. პროექტ "ფოთის სითითონის“ ფარგლებში, ინსპირაციისა და ქალაქის შესახებ ცოდნის გაუმჯობესების მიზნით,...

ერთწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...

ფოთში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალი თაობის აქტიურად ჩართულობისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად - ფოთში, ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის სათათბირო ორგანო- ახალგაზრდული საბჭო ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და დაგეგმვაზე, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების კვლევაზე იმუშავებს; უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ თანატოლების ინფორმირებას. საბჭო, 16 ფოთელი...

ფოთში რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი...

ცესკო: 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს

12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. “რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა...

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გიორგი ხახუბიამ ხმების 95.3 % მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. შედეგები კი შემდეგნაირია. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები:  № 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”)  1 359  ხმა , 4,7 % №41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)  27 553 ხმა,  95.3 % საკრებულოების შუალედური არჩევნების...

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. “გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 % №41...

10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი...

ირაკლი ჩიქოვანი: გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და ის შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას ძალიან მალე

ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკში და ხობში, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, ნათლად მიანიშნებს რადიკალური ოპოზიციის და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალის თუ მედიასაშუალების გაკოტრებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. "დარწმუნებულები ვართ და აქ არ არის დიდი კონკურენცია, რომ გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და...