დეპუტატი ირაკლი ხახუბია  გარდაცვლილი იპოვეს

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ნახეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ღია ზღვაში მიმდინარეობს, მასში ჩართული არიან მყვინთავები და მაშველები. ასევე, ხდება სანაპიროს დათვალიერებაც. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა, ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა...

ფოთში, “ევექსის” მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ სხვადასხვა გამოკვლევას და კონსულტაციას

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 27 ოქტომბერს, კლინიკა "ევექსის" მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ სხვადასხვა გამოკვლევასა და კონსულტაციას უფასოდ. ქალბატონებს, 40-დან 70 წლამდე შესაძლებლობა ექნებათ: ჩაიტარონ უფასო PAP ტესტი და გაიარონ კონსულტაცია გინეკოლოგთან, ასევე ჩაიტარონ უფასო მამოგრაფია და გაიარონ კონსულტაცია მამოლოგთან. ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ: 595 10 18 08. მისამართი: ქ. ფოთი, კ....

ფოთში ტრანსპორტელების დღე აღინიშნა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროფესიული დღე, ფოთის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.

ფოთის მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა

ქალაქ ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში ,,მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში, განხორციელებულ აქტივობებში ჩართული მონაწილეებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა კონკურსი საუკეთესო პოსტერის შექმნაზე. გამარჯვებულ მოსწავლეებს მერის მოადგილეებმა და სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის ვაუჩერები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.შეხვედრაზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფოთის...

ფოთის მერი ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო

ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ძველ ქალაქებში ტურიზმის მდგრადი განვითარების ფორუმს დაესწრო, რომელიც ანტალიაში მურატფაშას მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, ფორუმზე 27 ქვეყნის 52 უძველესი ქალაქის დელეგატი იყო მიწვეული. ფორუმის მიზანი იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ერთმანეთისთვის გაეცნო ქალაქების ტურისტული პოტენციალი, კულტურა, ისტორია და მემკვიდრეობა.

ფოთის თეატრმა გორში ილიას “განდეგილი” წარმოადგინა

18 ოქტომბერს, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გორის სცენაზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა და რომლის პრემიერაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება. პირველი თელავი იყო, ამჯერად კი - გორი. გორში გამართულ პრემიერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ...

ფოთში, ოფთალმიჯი”, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს

ფოთში, 20 ოქტომბერს, გამსახურდიას N6-ში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი”, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს. სამედიცინო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ფოთის მერიის ორგანიზებით იმართება.

საქართველოში, შესაძლოა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს,...

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტოს ინფორმაციით, სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. უწყების ცნობით, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ეძებს. სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალურ სფეროში მომუშავე იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება ან ასეთ პირთა საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის...