შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე. დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...
ფოთის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც იუნისეფის მხარდაჭერით ფოთი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. უწყების ცნობით, მემორანდუმზე ხელმოწერით მუნიციპალიტეტმა აიღო...
ფოთის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ფოთის წყალარინების სისტემების მშენებლობას აგრძელებს. პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების - „ECETAS INSAAT SANAYI VE TICARET A.S”, "MBD INSAAT SANAYI VE TICARET A.S” და “China Nuclear Industry 23 Construction Co, LTD”-ის...
ფოთის მერია იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას. მუნიციპალიტეტი ჩაერთო პროექტში - PACA, რაც გულისხმობს კონკურენტული უპირატესობის ამაღლებას თანამონაწილოების გზით. საქართველოს ორი ქალაქი - ფოთი და სენაკი არის შერჩეული ქალაქები ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად. ადგილობრივი სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდა ქალაქის თვითმმართველობის, ბიზნესის, სამოქალაქო...
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ...
27 სექტემბერი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა
27 სექტემბერი დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საზოგადოების წევრებთან ერთად, ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციისთვის: ნიკო ნიკოლაძე ქალაქ ფოთს 1894-1914 წლებში მართავდა. მისი მოღვაწეობა ქალაქის ისტორიაში ოქროს პერიოდი და ყველაზე დიდი აღმშენებლობისა და განვითარების ხანაა.
შეხვედრა გაიმართა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის 30-ში მდებარე პირველ და მეორე კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მთავრობის შეთავაზება გააცნეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მაცხოვრებელ 100-მდე ოჯახს სახელმწიფო ორ პირობას სთავაზობს - მალთაყვის უბანში, ალტერნატიული ფართების გადაცემას...
ფოთის საგამოფენო დარბაზი, ფოტო-გამოფენას “იაპონიის საკურა 2022“ მასპინძლობს
ფოთის საგამოფენო დარბაზი, ფოტო-გამოფენას „იაპონიის საკურა 2022“ მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია იაპონიის საელჩოს პირველი მდივნის-იმანიში ტაკაოს მიერ იაპონიაში გადაღებული საკურას ფოტოები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოტო-გამოფენა იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდამეათე საიუბილეო წელს ეძღვნება. ღონისძიებას ადგილობრივ სტუმრებთან ერთად, ქალაქის თვითმმართველობის, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და იაპონიის საელჩოს...
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე...
ფოთში ფილმის “პირველი მერცხალი“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართა
ფოთელი აუდიტორიისათვის ქართული მხატვრული ფილმის „პირველი მერცხალი“ ჩვენება გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებელმა ფილმის აღდგენილი ვერსია იხილა. ,,პირველი მერცხალის“ აღდგენის პროცესი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით რამდენიმე თვის წინ დასრულდა. „პირველი მერცხალი“ ერთ-ერთი გამორჩეული და მაყურებლისთვის საყვარელი ფილმია ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავების მონაწილეობით. იგი ნანა მჭედლიძემ ფოთში 1975 წელს გადაიღო...