„ნაციონალური მოძრაობა” ფოთში 7 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფოთში 7 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს. პარტიის წევრების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია პორტის მიმდებარედ მდებარეობს, სახელმწიფო საკუთრებაშია და მას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის წესით ყიდის. მათი თქმით, ამ ფორმით ქალაქს შემოსავლის მხოლოდ 35% დარჩება და დაზარალდება. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოითხოვენ, რომ ტერიტორიის გაყიდვის უფლება ფოთის მუნიციპალიტეტს მიეცეს და შემოსული თანხა...

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...

ფოთში ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს

ხანძარი იყო ფოთში ვაჩნაძის ქუჩაზე. 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 და მე -3 სართულზე მდებარე ბინები სრულად დაიწვა. ამ დროისათვის ცეცხლი სრულიად ლოკალიზებულია,ადგილზე 4-სახანძრო -სამაშველო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან. ქალაქის მერის,ბექა ვაჭარაძის თქმით დაზარალებულია 4ოჯახი,რომლებიცმერიის პროგრამის ფარგლებში, დროებით ქირით იქნებიან უზრუნველყოფილნი. წყარო: მეცხრე ტალღა

ფოთში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა

ფოთში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა ცენტრი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლინიკა "ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს. ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ახლადგახსნილი ცენტრი მოინახულა და საქმიანობის დასაწყისი მიულოცა კლინიკის თანამშრომლებს. ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების...

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცს ნაცნობმა პირმა თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით...

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.  საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...

მთავრობა ავრცელებს თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ჩამონათვალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ატაკანდი” ტაბლეტი 16 მგ – ახალი ფასი 12 ლარი, ძველი – 79. “ბრილინტა” ტაბლეტი 90 მგ – ახალი ფასი 48 ლარი, ძველი – 221....

ფოთში დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმიდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, დამეგობრებული უკრაინული ქალაქების დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება მიმიდინარეობს. აქციაში მერიასთან ერთად ჩართული არიან, როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ფოთის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა, სრულად მოხმარდება პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას. ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა. ფოთში ჰუმანიტარულ...

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები. “გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების...

ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი ბორანი "VILNIUS", მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან 27 თებერვალს, ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. "საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი განთავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების გადახდის ვალდებულებისგან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბორანს...