საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის...

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

პოლიციამ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შსს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ.სამართალდამცველებმა სამივე მათგანი...

წარმატებულ ფოთელ სტუდენტებს ყოველი სემესტრის ბოლოს სტოპენდია გადაეცემათ

დღეს, საკრებულოს სხდომაზე, 2 ახალი მუნიციპალური პროგრამა: „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებული სტუდენტებისათვის“ და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამები დამტკიცდა. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სტიპენდიის პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში, წაახალისებს წარმატებულ სტუდენტებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს გაზრდილი მოტივაციით სწავლის...

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა

ფოთში „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ასევე მინისტრები დაესწრნენ. ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ...

ფოთში ექვსი სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა

საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთში მდებარე პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მე-11, მე-15 საჯარო სკოლები, ორი კვირით სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ. "ექვსი სკოლა სრულად გადავიდა ონლაინრეჟიმზე. ესენია: I, II, III, V, XI და XV საჯარო სკოლები. ბევრი იზოლაციაშია გადასული და შეუძლებელი გახდა სასწავლო პროცესის ასე მართვა. იძულებული გავხდით, გადავსულიყავით ორი...

50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. “გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“,...

ფოთში არ ჩატარდება 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩი

2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის თამაშების მასპინძელი ერთ-ერთი ქალაქი ფოთი არ იქნება. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება უეფამ მიიღო. "2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).  ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.  თავდაპირველად ჩემპიონატის ერთერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ, 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს".-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 082 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 608, „პისიარ“ ტესტით – 14 474. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,65%, ბოლო 14...