ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 25-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის მოადგილეებად „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრები მაია დოლბაია, სანდრო ქუშაშვილი და ზურაბ ბერაია აირჩიეს.
მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩინეთში, ქალაქ მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქალაქ ფოთის თემაზე მომზადებული ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალა. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება მიენიანგის საგამოფენო სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ფოთის პოპულარიზაციას და უცხოელი სტუმრების დაინტერესებას როგორც ტურისტული, ისე საინვესტიციო მიმართულებით. პარალელურად, ფოთში,...
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 36 ფოთელი ახალგაზრდა გახდა
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის 31 ფოთელი სტუდენტი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცალკე კვოტირებაა გამოყოფილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტებისვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 5 სტუდენტი გახდა. "სასტიპენდიო პროგრამის...
29 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ თევზჭერის აკრძალული საშუალებები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი...
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებლზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა. “სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც...
„ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის” პროგრამა ამოქმედდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის” პროგრამა დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შეუძლია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად (311), მნიშვნელოვნად (312) და ზომიერად (313) გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. “შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად. ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს...
ფოთში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუშაობდნენ ქალაქ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების...
ფოთში თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები
დღეს, ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები. თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 21:00 საათიდან.

 
								








