„ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. მისი თქმით, უგულვა დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია. ფოთში გიგი უგულავას ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს 18:00 საათზეა დაგეგმილი.
„ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22
პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდცენტრებში 417 პაციენტი მკურნალობს
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 417 პაციენტია მოთავსებული. მათგან რუხის კლინიკაში იმყოფება 192 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმე 32. ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებული რჩება. სენაკის კლინიკა “სენამედში” 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” 35 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკაში – 28. სენაკის “ლაზიკა მედში” – 80 პაციენტი. მათ შორის მძიმე 3 და...
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 418 პაციენტი რჩება
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 418 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის მძიმეა 31 პაციენტის მდგომარეობა. 418 პაციენტიდან რუხის კლინიკაში იმყოფება 188. მძიმეა 28. ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებული მკურნალობს. სენაკის კლინიკა “სენამედში” 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” 35 პაციენტი რჩება. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28, სენაკის “ლაზიკა მედიში” – 85 პაციენტი. მათ შორის მძიმე...
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ქვეყანაში პანდემიააკრძალვები დაწესდება
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...
ისევ აიკრძალა ქორწილების, ქელეხების, იუბილეების გამართვა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...
საჯარო მოხელეების ხელფასები მომავალი წლიდან გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. “ …2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს და პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს...
ფოთის კლინიკაში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ფოთის კლინიკაში 61 კოვიდპაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის კლინიკაში იმყოფება 61 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.