ჯანდაცვის სამინისტრო: მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...

ფოთმა ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს უმასპინძლა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. თამაშებში - ,,რა? სად? როდის?’’, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი” ფოთელ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს საუკეთესო მოაზროვნეები მონაწილეობდნენ. ფოთის ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშებში , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 32 მილიონ 522.2 ათასი ლარით არის განსაზღვრული

დღეს, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 32 მილიონ 522.2 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონ 981.9 ათასი ლარით მეტია.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ფოთში მცხოვრები ნიკა გელენიძე ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 31 წლის ნიკა გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა.

სამეგრელოში და სხვა რეგიონებში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული...

ხვალიდან ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

14 ნოემბრიდან, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, ხვალიდან დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. დევნილ...

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...

წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში და რეგიონულ შეჯიბრში მონაწილე წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, მოადგილესთან ლექსო თოდუასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად შეხვდა: სპორტის სახეობა კარატეში - 27-30 აპრილს, ბულგარეთის ქალაქ კრანევოში გამართულ ევროპის მე-13 ჩემპიონატის პრიზიორებს: ნინო ლიპარტიას - უმცროს ასაკში ევროპის ჩემპიონი;...

სამეგრელოს DMO ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა ,,World Travel Market – WTM London” -ში იღებს მონაწილეობას. DMO-ს გამოფენაზე რეგიონის შესახებ სხვადასხვა მასალა აქვს წარმოდგენილი, მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან ე.წ. ბი თუ ბი ფორმატის შეხვედრები.

სტუდენტურ კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ნაშრომები გამოქვეყნდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე (POTI.GOV.GE) და გამარჯვებულ სტუდენტებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის...