ფოთში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო შეხვედრები გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მენტორმა ისაუბრა ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომებზე, საგანმანათლებლო სფეროს გამოწვევებსა და პოზიტიურ მშობლობაზე, პედაგოგის როლსა და მიდგომებზე სასკოლო ცხოვრებასთან მიმართებაში. გასცა ბევრი რჩევა და რეკომენდაცია, უპასუხა დასმულ კითხვებს.
ფოთში შალვა ამონაშვილთან შეხვედრა გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე, ფოთში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან საჯარო შეხვედრა გაიმართება. აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი არის პედაგოგი და ფსიქოლოგი. იგი ასამდე ქვეყნის საპატიო დოქტორია და ლექციების წასაკითხად მსოფლიოს მრავალ ქალაქში იწვევენ. 2000 წლიდან არის ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2014 წლიდან ამავე ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.
ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე შეხვედრა გაიმართება
20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის პირობებსა და კონკურსზე წარმოსადგენ დოკუნტაციასთან დაკავშირებით მოქალაქეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. მისამართი: ქ.ფოთი, აღმაშენებლის N 12, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზი. ინფორმაციისთვის: საკონკურსო განაცხადების მიღება 24 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.
ფოთში დასრულდა 4 მინი მოედნის მოწყობა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა 4 მინი მოედნის მოწყობა შემდეგ მისამართებზე: არზიანის ქუჩა, ახალი რაიონი, კოსტავას ქუჩა და გორგასლის ქუჩა. უწყების ცნობით, ასევე მიმდინარეობს 5 მოედნის რეაბილიტაცია.
ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...
შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამნეტის ინფორმაციით, სენტ-ვინსენტი და გრენადინების, ლატვიისა და ბელიზის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა აღნიშნულ ფაქტზე, თითოეულ...
წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
ფოთში, პროექტ "ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, 34 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა. "ჩემი პირველი კომპიუტერი"- პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, უკვე მე-15 წელია წარმატებით ახორციელებს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები)...
რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები...
ფოთში 150-მდე დევნილ ოჯახს სასურსათე კალათა გადაეცა
ფოთს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფოს ჯილდოთი, საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა. მადლობის სიგელები გადაეცა აფხაზეთიდან...
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...