გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია....
ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.“მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად,...
აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. საომარ მოქმედებებს, ფოთში, 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 80-მდე კი დაშავდა. ოთარ კიკალეიშვილი, ლევან ტურავა, გოჩა კაცაძე, ზვიად ბარბაქაძე, შალვა გაბუნია, ზვიად ჩიჩუა, ზვიად დათუაშვილი, თემურ ფიჩხაია, ზურაბ ნანავა, გიორგი ღვინჯილია, გელა ჯიქია და თეიმურაზ ჭიტაძე. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს
ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს
ფოთში, ზღვაში რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა კიდევ ერთი, მოზარდის ცხედარი იპოვეს. გუშინ, ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოთში ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო
ფოთში, ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მოზარდი დღის მეორე ნახევარში ზღვაში საცურაოდ გავიდა და გაუჩინარდა. ამ წუთებში, მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.
7 აგვისტო გლოვის დღეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა...
7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ინფორმაციისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია...
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
თუ ხართ სტუდენტი და გაქვთ 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული შედეგები - ჩაერთეთ კონკურსში და მოიპოვეთ დაფინანსება. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება. კონკურსში მონაწილეობისთვის 3 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების...
ფოთის ჭიდაობის და კლუბ “ლიდერის” დარბაზები მოეწყო
ფოთში, ჭიდაობის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტისა და მოკრივეთა კლუბ "ლიდერის“ დარბაზები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულიად განახლდა შიდა ინფრასტრუქტურა და სპორტული ინვენტარი. ამ სივრცეებში 200-ზე მეტი ფოთელი ბავშვი სრულიად უფასოდ ეუფლება ჭიდაობისა და კრივის ხელოვნებას. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგი გამოქვეყნდა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების...