ფოთის სითითონის გამარჯვებული გუნდი "პორტალი", რომლის იდეაც გულისხმობს ქალაქის ძველი იერსახის ახალი ხედვით შეცვლას, აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მზადების პროცესშია მინის ბიუსტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პირვანდელი სახის დანახვა და საინფორმაციო დაფები, რომლებიც შერჩეულ ძეგლებთან განთავსდება. კუნძულის უბნის სანაპიროზე, მე-16 საბავშვო ბაღის შენობის...
“გამჭვირვალობამ” ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა....
მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...
დღეს, 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05 #807 ბათუმი-თბილისი 17:15 #801 ბათუმი-თბილისი 18:20 #812 თბილისი-ბათუმი 0:35 #811 ბათუმი-თბილისი 0:45 #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25...
მერია: ფოთში, მიმდინარე წელს 6 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა
4 საცხოვრებელ სახლში ძველი და ამორტიზებული ლიფტები - სრულიად ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა, ხოლო 2 მისამართზე ლიფტებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. "ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტას."-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...
ფოთის პორტში ტალღმჭრელი მოლოს რეაბილიტაცია დასრულდა
"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 150 წლის 1850 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლოს რეკონსტრუქცია წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ტალღმჭრელი მოლო არის ბარიერი, რომელიც პორტს იცავს ტალღების, დინების ზემოქმედებისგან და ქმნის უსაფრთხო და მშვიდ გარემოს ნავსაყუდელში. ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დაიწყო და 2 წელი გაგრძელდა. „ობიექტი...
ფოთმა, დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა
24-25 ივნისს, ფოთმა, საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოს და მეზობელი ქვეყნების 20 -ზე მეტმა პროფესიონალმა მრბოლელმა. პირველი ადგილი ნოდო კოდუამ მოიპოვა, რომელიც ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.