ფოთის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, მოქალაქეთა წინადადებების მიღება 31 მაისამდე მიმდინარეობს. თუ გაქვთ ინიციატივა/წინადადება ახალ მუნიციპალურ პროგრამებთან და ქვეპროგრამებთან დაკავშირებით - შეავსეთ აპლიკაცია 31 მაისის ჩათვლით. აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: (0493) 22 12 95 ან მოგვწერეთ- info.poti@poti.gov.ge. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ ინფორმაციას ფოთის...

პარლამენტმა ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამისილება ცნო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფოთის, ხობისა და სენაკის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხახუბიას უფლებამისილება ცნო. ინფორმაციისთვის: გიორგი ხახუბია, 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

“ფოთის სითითონი 2023” ჩატარდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 13-14 მაისს, პირველად საქართველოში, ,,ფოთის სითითონი 2023" ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა, იდეების შემუშავებაზე შერჩეულ მენტორებთან ერთად იმუშავეს, გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის - ქალაქ ფოთის, მისი მაცხოვრებლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნისთვის. ფოთის სითითონის ფარგლებში, 3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. თითოეულს 5000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა...

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...

15 მაისი ქართული კინოს დღეა

15 მაისს, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარადგენს ქართული კინოს მარათონს. ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 16:00 საათზე გაიმართება ზაზა ურუშაძის ფილმის "სამი სახლი" ჩვენება. კინომარათონი საქართველოს 20 ქალაქში და 5 ქვეყანაში ჩატარდება. ქართული კინოს 115 წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით, თავადვე...

ფოთის სითითონი 2023 დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოში პირველად, ფოთის სითითონი 2023 დაიწყო. სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებისა და განათლების მქონე ადამიანებმა იმუშავეს საერთო მიზნისთვის - ქალაქ ფოთის, მისი მცხოვრებლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნისთვის. დღის განმავლობაში, იდეების შემუშავების პროცესში, მონაწილეებს დახმარებას უწევდნენ მენტორები. მათ მონაწილეებს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და მისცეს...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ფოთში

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ფოთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და ღონისძიება. ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება. 14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-19:00 საბავშვო სივრცე: შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, თამაშები, მასტერკლასები; 14:00-18:00 თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; 15:00-17:00 ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი; 14:00-16:00 ადგილობრივი...

“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობა რეკორდულ დონეს აღწევს

კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, "ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ 2023 წლის აპრილი რეკორდული თვე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა....

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ , საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე...

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...