ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთო ჯამში უნდა აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიების 1 312...

ფოთელი მოკრივე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ფოთელი მოკრივე შოთა ჯიქია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ფოთის მერიის ინფომაციით, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დასრულდა დანას პოზნიაკას სახელობის კრივის XVIII საერთაშორისო ტურნირი, სადაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 71 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ფოთელმა სპორტსმენმა შოთა ჯიქიამ.

ფოთის მერმა დედის დღე 8 აგვისტოს და უკრაინის ომში დაღუპული გმირების დედებს მიულოცა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ დედის დღე მიულოცა 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების დედებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ასევე, დედის დღის მისალოცად მერი ესტუმრა უკრაინაში ახლახანს დაღუპული ფოთელი ჯარისკაცის კახა გოგოლის დედას. მერმა გმირ დედებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.

ფოთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა 55 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს, მათ შორის 4 მისამართზე სრული გადახურვა განხორციელდა. ამ ეტაპზე გადახურვის სამუშაოები 14 ლოკაციაზე მიმდინარეობს: მოწერელიას ქუჩა N31; თამარ მეფის ქუჩა N52; სამეგრელოს ქუჩა N30; 9...

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს,  გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად...

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...

28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...

დღეიდან, 29 აპრილის შუალედური რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

დღეიდან, 29 აპრილის შუალედური რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეიდან, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის. „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული...

მთავრობის სხდომაზე მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთება და აღდგენა განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. “მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს...

ცესკო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურები

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას იმისთვის, რომ 29 აპრილს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტბით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების ღიად, გამჭვირვალედ წარმართვა და ჩართული მხარეების ინფორმირება. „შეგახსენებთ, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცესკოსა და...