ფოთში ტრენინგ/კურსი “მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩატარდა

ფოთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სასწავლო/ტრენინგ-კურსი - "მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“. ფოთის მერიის ინფორმაციით, სასწავლო ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ოცდაათზე მეტმა ადამიანმა, რომლებსაც უკვე აქვთ ან სურთ ბიზნესის დაწყება, აქვთ მოტივაცია და გააჩნიათ ბიზნეს იდეა. უწყების ცნობით, ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტოსა“...

“ოცნებამ“ ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. "დღეს, ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას....

29 აპრილს ფოთში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, ...

ფოთში 37 ერთეული სახელმწიფო ამომცნობი და ორი ზოგადი ხედვის კამერა დამონტაჟდა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე, 37 ერთეული სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და 2 ზოგადი ხედვის კამერა დამონტაჟდა. ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება. ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების ლოკაციებია: წმინდა გიორგის ქუჩა, გურიის ქუჩა,...

26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ფოტომარათონზე გელოდებათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....

ფოთში პროფრამა “მომიტანე ჰორიზონტი BRING ME THE HORIZON” განხორციელდა

ფოთში, ევროკავშირის პროექტის EU4Dialogue ფარგლებში, ქართულ-სომხური საპილოტე არტ-რეზიდენციის პროგრამა "მომიტანე ჰორიზონტი BRING ME THE HORIZON" განხორციელდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაიით, პროექტის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობა: პროექტის მონაწილის, არტ-კურატორისა და მხატვრის, თეო ბურკის კურატორობით მოეწყო მულტიდისციპლინური ხელოვნების გამოფენა „მომიტანე ჰორიზონტი BRING ME THE HORIZON“ , რომელიც ორიენტირებულია ფოთის მდიდარი ეკოსისტემის...

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება. კონკურსში მონაწილეობისთვის 15 თებერვლიდან - 1 მარტამდე გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge

ფოთში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, დილიდან, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები იწმინდება თოვლის საფარისგან. ხიდებზე და გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და ა(ა)იპ სერვისების ცენტრი. ამ დროისათვის, ქალაქში საგზაო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ფოთში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

დღეს, ფოთის მერიის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა, სოლიდარობა გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილს და მოითხოვეს მისი გათავისუფლება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.  ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ინფორმაციისთვის: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქებში პერიოდულად იმართება. 

ფოთში გადატვირთვის სარგინიგზო პროექტის მშენებლობა წარმატებით დასრულდა-აშშ საელჩო

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ფოთში გადატვირთვის სარგინიგზო პროექტის მშენებლობა წარმატებით დასრულდა,-ამის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში წერს თავის ფეისბუქგვერდზე. "გადატვირთვის პუნქტი დაეხმარება საქართველოს მასშტაბური წვრთნების მასპინძლობასა და საჭირო აღჭურვილობის გადატანაში. ამ საკვანძო პროექტზე მხარდამხარ ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. აშშ-ის მხრიდან მშენებლობაში ჩართული იყო სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონი".