ფოთის საბავშვო ბაღების 1492 აღსაზრდელი საახალწლო საჩუქრებს მიიღებს

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებს, საახალწლოდ საჩუქრები გადაეცემათ. უწყების ცნობით, სადღესასწაულო ტკბილეულს საბავშვო ბაღების 1492 პატარა მიიღებს. საჩუქრების დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.

ფოთში 1340 ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს საჩუქრად

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 1340 ოჯახი საახალწლო ნობათს მიიღებს საჩუქრად. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო კალათები სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცემათ.

ფოთში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

ფოთში, სადღესაწაულო დღეები 23 დეკემბერს ანსამბლ "ალილოს" და ჯგუფ "გუფი ლენდის" - საკონცერტო პროგრამით გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღე იმართება. მოსულ მაყურებელს შეუძლია დაესწროს კონცერტებს, საბავშვო და გასართობ ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს გამოფენა-გაყიდვებში.

ფოთის მერმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ 2022 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე მერმა ისაუბრა როგორც მიღწეულ შედეგებზე ასევე გამოწვევებზე. ფოთში მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა;დამატებით მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლებისა და დონორების მიერ დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტმა შეადგინა...

ფოთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 მილიონ 540,3 ათასი ლარით განსაზღვრული ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრთა უმრავლესობის ხმით დამტკიცდა. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით 5 მილიონ 956,9 ათასი ლარია განსაზღვრული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 4 მილიონ 225,0 ათასი ლარია გამოყოფილი, რის საფუძველზეც იზრდება სოციალური პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება....

3-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის "ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის სტატუსი მიენიჭა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული, ნომინაციაში "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გახდა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის...

ფოთში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს გაიმართება

საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთში, 7 იანვარს, 14:00 საათზე საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ფოთის ცენტრალური მოედანზე. • 14:00 - ორკესტრის მსვლელობა • 14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი...

განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...

ფოთში ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ” „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ფოთის, ხობის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია...