წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა
რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ...
ფოთში სამშენებლო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინეს
ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამშენებლო ნარჩენების დაყრის ფაქტი გამოავლინეს და სამართალდამრღვევი პირი დააჯარიმეს. "სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მსგავსი ქმედება პერიოდულად ფიქსირდებოდა. აღნიშნულ ყველა ასეთ ფაქტს მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა. გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს."-აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამსახურდიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთში, გამსახურდიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტო-ბეტონის გზის საფარი. ქალაქის სხვადასხვა უბანში - ნინოშვილის, გორგასლის, ნინო ჟვანიას, სააკაძის და გამსახურდიას ქუჩებზე საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით ჯამში 46 000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება გზის მოწყობის სამუშაოები.
ფოთისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები “ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ესტუმრნენ
"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინფორმაციით, ფოთისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ესტუმრნენ. მათი ცნობით, მოსწავლეები გაეცნენ გემის/გემიდან კონტეინერების დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესს, შრომის უსაფრთხოების წესებს, მომხმარებლებთან ურთიერთობის სტანდარტებსა და პორტში წარმოქმნილი ნარჩენების მართვის წესებს. „სასწავლო ვიზიტი სამოქალაქო განათლების პროექტ-გაკვეთილის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია მოსწავლეებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა თუ როგორ...
ფოთში ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლმა "გინცი" ქალაქ ფოთში ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის "თეთრი თოლია" გალა-კონცერტზე მიიღო მონაწილეობა. კონკურსში გერმანია, ლატვია, ისრაელი, ყაზახეთი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ანსამბლ ‘’გინცის’’ სოლისტებმა საერთაშორისო ჟიურის აღიარება მოიპოვეს და შემდეგი ადგილის მფლობელები გახდნენ: მაია აბლოთია III ადგილი( III კატეგორია); ნუცა ლაგვილავა II ადგილი ( II კატეგორია);...
ფოთის მუნიციპალიტეტი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომით მუშაობას. მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქმნის...
ფოთის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 28 მილიონ 110 ათასი ლარით განისაზღვრა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 28 მილიონ 110 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონ 580 ათასი ლარით მეტია. უწყების ცნობით, ზრდა შეეხება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ...
რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...
ფოთში კამპანია “არა ბავშვთა ძალადობას, ძალა უფლებას“ გაიხსნა
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ძალადობის პრევენციის ფარგლებში, კამპანია - ,,არა ბავშვთა ძალადობას, ძალა უფლებას“ გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, 19-30 ნოემბერს, ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში გაიმართება ძალადობის შესახებ თემატური ლექცია-საუბრები, დისკუსიები, საჯარო დებატები, კლასის საათები; მოეწყობა გამოფენები და ვიდეორგოლების ჩვენება. კამპანია თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო...