ფოთში “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იქნება

დღეს, ფოთში ადგილობრივ აქტივს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქალაქ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე წარუდგინეს. ბექა ვაჭარაძე მოქმედი მერია.

განკარგულება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

1 და 2 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...

ფოთში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა

საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და ვიზიტორთა დახმარებას. კოლხეთის ეროვნულ პარკს 35 რეინჯერი და 5 უბნის უფროსი რეინჯერი ჰყავს. კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს...

გარემოს ეროვნული სააგენტო – 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები

ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები. "თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ გარე სივრცეში გადაადგილებას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს."-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში. თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 22:00 საათის შემდეგ.

27-31 ივლისს ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს. უწყების ცნობით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. “სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების...

წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს: "გაცნობებთ, რომ ქალაქ ფოთში, კლიმატური პირობებისა და წყლის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, დაფიქსირდა წყლის დებიტის შემცირება, რაც გავლენას ახდენს სისტემის სრულფასოვან მუშაობაზე. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ წყალმომარაგება ქსელში შენარჩუნდეს და მოსახლეობას წყალი მინიმალური შეფერხებით მიეწოდოს. სამუშაოების მიმდინარეობისას შესაძლებელია წყლის...