სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 204 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 631, „პისიარ“ ტესტით – 16 573.
ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ფუნქციონირება დაიწყო დიალიზის ცენტრმა
„ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდში“ ფუნქციონირება დაიწყო დიალიზის ცენტრმა. თანამედროვე აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით აღჭურვილი ცენტრი, ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას მოემსახურება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც დიალიზის გეგმიური პროცედურის ჩატარება ესაჭიროებათ, აღნიშნული პროცედურისთვის სხვადასხვა ქალაქში უწევდათ სიარული. „ფოთის ცენტრალური სავადმყოფოში - ბომონდი", უკვე რამდენიმე თვეა, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სამეანო-ნეონატოლოგიური...
ფოთის კლინიკაში 21 კოვიდპაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება – 129 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 21 მოქალაქე. ფოთის კლინიკაში იმყოფება 21 კოვიდპაციენტი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს ფოთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე ალუმინის ნიჩბიანი ნავისა და 300 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას. ჩამორთმეული 8 კგ. ლოქოს და 3 კგ. ზღვის ორაგულის სახეობის თევზი და სახლართი ბადე დაილუქა. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30...
ფოთის სასამართლომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში ნავთობპროდუქტი ჩაღვარა. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის...
“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება.
ფოთში კლასიკური მუსიკის-ლექცია გაიმართება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება. კონცერტი გაიმართება 14 ივლისს, 12:00 საათზე, ფოთის ცენტრალურ პარკში. კონცერტში მონაწილეობს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი,...
ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ბ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999...
ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გაიხსნა
დღეს, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი ფოთში გახსნა. ოფისის გახსნაზე, გიორგი გახარია შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა და პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვების ძირითადი მიმართულებები გააცნო. ფოტო
ფოთში მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება
30 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ფოთის სანაპიროზე, მუსიკალური ფესტივალი SWING ჩატარდება. "პალიასტომის ტბის აუზსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლს შორის მოქცეული ოქროს ტბა, სამი დღით, 70-მდე მუსიკალურ არტისტს და ათასობით სტუმარს მიიღებს.RSVP - Swing Festival 2021"-ნათქვამია ინფორმაციაში".