ფოთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ფოთის მკვიდრი 56 წლის მამაკაცი ქუთაისის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ფოთში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, სავალი ნაწილის ზედა ფენის, ეზოებში შესასვლელების და ტროტუარების მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2.9 მლნ. ლარამდეა. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება

ფოთის მერი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

5 მაისს ფოთში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა ფოთის მერი გოჩა კურდღელია. მან თანაქალაქელებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

ვაქცინაცია მიმდინარეობს ფოთის ევექსის პოლიკლინიკაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს ფოთის ევექსის პოლიკლინიკაში (მის: კ. გამსახურდიას №6). ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და...

ფოთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ფოთის მცხოვრები, 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა. ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 090, „პისიარ“...

ფოთში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა „ფარგინი“ გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანიამ პანდემიის მიუხედავად შეძლო საწარმოო პროცესის სრულად გამართვა, შესაბამისი მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი კადრების მოძიება და გადამზადება. საწარმოში იკერება კარტინგის ჩაფხუთის ქვეშ გამოსაყენებელი შლემები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც ქართული ნაწარმი. ფაბრიკაში პოლონური ინვესტიციით განხორციელდა...

15 მაისის ჩათვლით სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე სამუშაოების წარმოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება

15 მაისის ჩათვლით სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე სამუშაოების წარმოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ76+126 - კმ76+500 გამავალ მონაკვეთზე წყლის აცილების მიზნით საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე. აღნიშნული...

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა 1000- მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადასცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ, მარტოხელებს, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომოდ სხვადასხვა საკვები პროდუქტი დაურიგდა. კალათების განაწილების პროცესში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები ჩაერთნენ. პროდუქტის დარიგება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა

ფოთი მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატს მასპინძლობს

ქალაქი ფოთი მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2007-2008 წლებში დაბადებული 150-მდე მოკრივე ასპარეზობს, ფოთიდან კი მასში ქალაქ ფოთის კრივის სასპორტო სკოლისა და მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერი’’-ს სპორტსმენები მონაწილეობენ. ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.

ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო. "მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის...