ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში სატვირთო ავტომანქანის საბურავის გასკდომის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე 170-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
სუსმა საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა “ფოთის” მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 04 მარტს...
კორონავირუსით ფოთში მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ფოთის მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის იყო. პაციენტი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფოთის ცენტრალურ პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. "ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. განხორციელდა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს ატრაქციონების მონტაჟი. დაგეგმილია ტერიტორიაზე დეკორატიული მცენარეების დარგვა...
ფოთში ორ სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ფოთში, ორ სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასრურდათ. მედიასთან საუბარში საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ აღნიშნა, რომ ონლაინ სწავლებაზე გადავიდა წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ხოლო ივ. ჯავახიშვილის მესამე საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე ორი კვირით, მხოლოდ მე- 7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები გადავიდნენ.
UNDP-მა ფოთში ტურისტული და სპორტული თევზჭერის ინფრატსრუქტურა მოაწყო
ფოთში, "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" საკონფერენციო დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონული შეხვედრა გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...
ფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი). სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს. ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია,...
ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.
ნანა ალექსანდრია-ფოთელი მოჭადრაკე
ნანა ალექსანდრია, ლეგენდარული მოჭადრაკე სამაგალითოა მისი ბიოგრაფიით. პატარა ქალაქებს ცოტა ჰყავთ რჩეული ადამიანები, მაგრამ ისინი ძალიან უყვართ ამ პატარა, მშობლიურ ქალაქებში. ნანა ალექსანდრიას ბიოგრაფია თაობებისთვის ასე გამოიყურება: "დაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1972 წელს. 1976-1995წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის სპორტული პროგრამებისა და...
რეზო გაგუა-ბიოგრაფია თაობებისთვის
დაიბადა ფოთში. სამედიცინო დარგში წარმატებებისთვის ქართველების საყავრელი შვილი გახდა. ეს ბიოგრაფია თაობებისთვისაა განკუთვნილი. "რეზო გაგუა დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969-1970 წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970-1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1979წწ....