კომენდანტის საათი ძალაში რჩება

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეიდან იმოძრავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

საქართველოს პარლამენტმა, ახალი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა დაამტკიცა.